HomeContact
09.09.2010

 

GeorgianEnglish

პარტნიორები - UITP

1885 წელს ქ. ბრუსელში (ბელგია) შეიკრიბა ევროპის 50 ტრამვაის ოპერატორი კომპანია, სადაც გადაწყდა ევროპაში პირველი სატრანსპორტო გაერთიანების ჩამოყალიბება. შემდგომში მასში გაერთიანდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიები მთელი მსოფლიოდან. დღეისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია - UITP არის უმსხვილესი სატრანსპორტო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 2900 საქალაქო და რეგიონალურ სატრანსპორტო კომპანიას და ოპერატორს. 1997 წლის 5 ნოემბრიდან შპს ”თბილისის მეტრო” აღნიშნული გაერთიანების სრულფასოვანი წევრია.

2007 წლის 20 მაისს ქ. ჰელსინკში (ფინეთი) ჩატარდა UITP-ის რიგით 57-ე მსოფლიო კონგრესი/გენერალური ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ასოციაციის პრეზიდენტად ზედიზედ მეორედ არჩეულ იქნა რომის მეტროს გენერალური დირექტორი რობერტო კავალიერი. ჰელსინკში ჩატარებულ UITP-ის მსოფლიო კონგრესში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო შპს ”თბილისის მეტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ.

 
  © 2007 - თბილისის მეტრო