|
თბილისის მეტროს სავაგონო პარკი 199 ვაგონისაგან შედგება. აქედან 156 ვაგონი ექსპლუატაციაში იმყოფება, საიდანაც 120 ვაგონი (30 შემადგენლობა) ”ახმეტელი-ვარკეთილი” ხაზს ემსახურება, ხოლო დარჩენილი 36 ვაგონი (12 შემადგენლობა) საბურთალოს ხაზს.

ექსპლუატაციაში მყოფი ვაგონების უმრავლესობა 1980-იან წლებშია შეძენილი, 2005 წლის ბოლოდან დაიწყო აღნიშნული ვაგონების მოდერნიზაცია და 2010 წლისათვის თბილისის მეტროს მთლიანად განახლებული სამატარებლო პარკი ეყოლება.
 
|