|
თბილისის მეტროპოლიტენში დიდი ყურადღება ენიჭება უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამისთვის ინერგება როგორც თანამედროვე ტექნიკა, ასევე ტარდება მთელი რიგი ორგანიზაციული ღონისძიებები. მეტროპოლიტენის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის მიერ მუდმივად ხდება სადგურების, მოძრავი შემადგენლობისა და მგზავრების კონტროლი.

უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მეტროპოლიტენის თანამშრომლებს პერიოდულად უტარდებათ სემინარები და ტრეინინგები საგანგებო სიტუაციების კუთხით, სადაც განსაზღრულია პრევენციული ღონისძიებები ტერორისტული აქტებისა და კრიმინალური ქმედებების თავიდან აცილების მიზნით.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტროპოლიტენის სადგურები აღჭურვილია ტელეხედვის სისტემით, რომლის საშუალებითაც ხდება სადგურის მთელი პერიმეტრის გაკონტროლება ვიდეო კამერების დახმარებით. მეტროპოლიტენის ცენტრალურ ოფისში ხდება სადგურებიდან მიღებული ვიდეო-ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, დარღვევების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ამასთან ერთად, აღნიშნული სისტემის მეშვეობით სადგურის მორიგეს შესაძლებლობა აქვს თავისი სამუშაო ადგილიდან (უშუალოდ მეტროს სადგურიდან) აკონტროლოს მგზავრთა გადაადგილება და მატარებლების მოძრაობა სადგურში. საჭიროების შემთხვევაში, სადგურის მორიგე ოპერატიულად უზრუნველყოფს პატრულის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. |