HomeContact
09.09.2010

 

GeorgianEnglish


თბილისის მეტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს  მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა - ЗРЭПС წარმოადგენს, რომელთანაც თანამშრომლობას 1997 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩამოყალიბდა ერთობლივი საწარმო ”ეშსქ-ს თბილისის ფილიალი”. აღნიშნული ერთობლივი საწარმოს დამფუძნებლები არიან შპს ”თბილისის მეტრო” (50%) და მოსკოვის ”ეშსქ”- ЗРЭПС (50%). ერთობლივი საწარმოს ძირითადი საქმიანობა თბილისის მეტროს სამატარებლო პარკის მიმდინარე (საშუალო) და კაპიტალური შეკეთებების განხორციელებაა. 1997 წლიდან დღემდე აღნიშნული საწარმოს მიერ შეკეთებულ იქნა 140 ვაგონი.

2005 წლის ნოემბრიდან ”ეშსქ თბილისის ფილიალმა” თბილისის მეტროს დაკვეთით პირველი მოდერნიზებული ვაგონი გამოუშვა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მგზავრთა მოთხოვნილებებს. მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი თბილისის მერიის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული და აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი გამოიყოფა.

 
  © 2007 - თბილისის მეტრო