HomeContact
07.09.2010

 

GeorgianEnglish

პარტნიორები - საქართველოს ბანკი

2006 წელს საბანკო მომსახურების ტენდერისა და მეტროს სადგურებში ფართის იჯარით გაცემის მიზნით ჩატარებული კომერციული კონკურსის შედეგად, თბილისის მეტრომ მიიღო საკმაოდ საინტერესო ალტერნატიული წინადადება საქართველოს ბანკისა და შემდგომში ასევე მისი შვილობილი კომპანია მეტროსერვის+ -გან, რომელიც უკავშირდებოდა ჟეტონების გაყიდვების ორგანიზებას, ამონაგები თანხის ინკასაციას, ავტომატური საკონტროლო პუნქტების თანამედროვე პროცესორებით აღჭურვას, ერთიანი ოპტიკური ქსელის შექმნას და მეტროში თანამედროვე გადახდის საშუალების - უკონტაქტო პლასტიკური ბარათის შემოღებას.

საქართველოს ბანკთან გაფორმებული საბანკო მომსახურების შესყიდვისა და მს+ -თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შედეგად, საქართველოს ბანკმა აიღო ვალდებულება 1 წლის განმავლობაში კომპანია მს+ -ის საშუალებით განეხორციელებინა 1,1 მლნ ლარის ინვესტირება ერთიანი ოპტიკური ქსელის, მგზავრთა აღრიცხვის თანამედროვე სისტემის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და უკონტაქტო პლასტიკური ბარათის, როგორც მგზავრობის საფასურის გადახდის საშუალების, შემოღების მიზნით. ამას გარდა, თბილისის მეტრომ მიიღო წლიური 500 ათასი ლარი დამატებითი შემოსავალი, მეტროს სადგურებში ამ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფართის გაქირავების შედეგად.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ბანკი და მს+, რომელიც 2006 წლის 1 სექტემბრიდან თავად უწევს ორგანიზებას სამგზავრო საშუალებების (ჟეტონების) რეალიზაციას მთელი მეტროს მასშტაბით, თბილისის მეტროს ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან.

 
  © 2007 - თბილისის მეტრო