HomeContact
09.09.2010

 

GeorgianEnglish

პარტნიორები - მაგი სტილი

კომპანია მაგი სტილს ქართულ სარეკლამო ბაზარზე მოღვაწეობის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2006 წლის 21 აგვისტოს თბილისის მეტროსა და მაგი სტილს შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის მთავარი მიზანია მეტროში თანამდეროვე სარეკლამო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი შემდგომი განვითარება და ამ ინფრასტუქტურის საშუალებით მეტროს სადგურებში მაღალი ხარისხის რეკლამის განთავსება.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტროთი ყოველდღიურად 300 ათასი ადამიანი სარგებლობს, მას უდიდესი სარეკლამო პოტენციალი გააჩნია. თუმცა წლების განმავლობაში აღნიშნული რესურსი გამოუყენებელი იყო. ერთობლივი საქმიანობის მოკლე პერიოდმა ცხადყო, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, მეტროს სადგურებში მოზიდული რეკლამა, საშუალებას იძლევა თბილისის მეტრომ მიიღოს სოლიდური დამატებითი შემოსავალი, რომელიც შემდგომ მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესებას მოხმარდება. 

 
  © 2007 - თბილისის მეტრო