|
1951 წლის 29 სექტემბერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ.
1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო.
1953 წელს დაიწყო პირველი შახტისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობა.
1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია.
1965 წელის 8 თებერვალს ჩამოყალიბდა მეტროპოლიტენის სამმართველო შესაბამისი სტრუქრურული დანაყოფებით.
1966 წლის 11 იანვარს გაეშვა ექსპლუატაციაში პირველი რიგის უბანი საერთო სიგრძით 6,3 კმ და ექვსი სადგურით: “დიდუბე”, “ელექტროდეპო”, ”ოქტომბერი” (შემდგომ “ნაძალადევი”), “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”.
1967 წლის მარტის თვიდან ორგანიზებულ იქნა ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მატარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბეში”. ამავე წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველამდე” შესაძლებელი გახდა შემადგენლობის მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის ”ნაძალადევის” მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971 წლის მაისის თვეში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლუატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორამდე” დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
1979 წლის სექტემბერში შევიდა ექსპლუატაციაში მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს.
1985 წლის ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლუატაციაში ორი უბანი: ერთი, 3,4 კილომეტრი ”დიდუბის” სადგურიდან სადგურ ”გურამიშვილამდე” და მეორე- 2,0 კმ სადგურ ”სამგორიდან” სადგურ ”ვარკეთილამდე”.
1989 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სადგურები”სარაჯიშვილი”- ”ახმეტელის თეატრი”.
2002 წელს გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში ერთი უბანი ”დელისი-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.
ფოტოგალერეა - არქივი |