|
2007 წლის 1 ივლისიდან თბილისის მეტრომ მგზავრებს გადახდის მოხერხებული ფორმა - პლასტიკური ბარათი შესთავაზა. აღნიშნული ”contactless" ბარათები მგზავრებს საშუალებას აძლევს დაზოგონ სალაროებთან დგომის დრო, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის თბილისის მეტროთი სარგებლობას.
ამასთან, ქალაქ თბილისის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის შექმნის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი პლასტიკური ბარათით გადახდა, რაც საშუალებას მოგვცემს საფუძვლიანად შესწავლილ იქნას ქალაქში მგზავრთა ნაკადების გადაადგილება, პიკური საათები, სატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალური რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მგზავრთა უფრო სწრაფ გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში.
|