|
2005 წლის ბოლოდან დაიწყო "თბილისის მეტროს” მოძრავი შემადგენლობის პარკის მოდერნიზაცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვაგონების თანამედროვე სისტემებით აღჭურვასა და მგზავრების უსაფრთხოებისა და კომფორტის ხარისხის გაზრდას. ვაგონების მოდერნიზება ხორციელდება ”ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში”, რომელიც თბილისში მეტროს კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს. 2006 წლის ბოლოს მგზავრებს უკვე 31 მოდერნიზებული ვაგონი ემსახურებოდა. 2005-2006 წლებში აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად ქ. თბილისის მერიიდან 14 მლნ ლარი გამოიყო.
 
2007 წელს ”თბილისის მეტროს” სამატარებლო პარკს კიდევ 21 მოდერნიზებული ვაგონი დაემატა, ვაგონების მოდერნიზაციისათვის საჭირო სახსრები - 9,5 მლნ ლარი ამჯერადაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი. საერთო ჯამში 2005-2007 წლებში განახლებული ვაგონების რაოდენობამ 52-ს მიაღწია, რაც ”ახმეტელი-ვარკეთილის” ხაზზე მოძრავი მატარებლების 50%-ს შეადგენს. ამით დასრულდა მატარებლების მოდერნიზაციის პირველი ფაზა, რომელიც 52 ”ეჟ-3” ტიპის ვაგონების განახლებას ითვალისწინებდა..
 
2008 წლიდან დაიწყო "თბილისის მეტროს” მოძრავი შემადგენლობის პარკის მოდერნიზაციის პროექტის მეორე ფაზა, რომელიც დარჩენილი ”81-714/717” ტიპის 114 ვაგონის მოდერნიზებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი დასრულება ნავარაუდებია 2010 წელს, რის შემდეგაც ”თბილისის მეტრო” მთლიანად განახლებული სამატარებლო პარკით მოემსახურება დედაქალაქის მგზავრებს. |