HomeContact
07.09.2010

 

GeorgianEnglish

სარგებლობის წესები

ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სარგებლობის

წ ე ს ე ბ ი

1.        ზოგადი წესები

1.1.  წინამდებარე წესები ვრცელდება იმ პირებზე რომლებიც იმყოფებიან მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე.

1.2.  მგზავრები და მეტროპოლიტენის მუშაკები ვალდებულები არიან თავაზიანად მოექცნენ ერთმანეთს და გაუფრთხილდნენ მეტროპოლიტენის შენობა-აგებობებსა და ტექნიკურ საშვალებებს.

2. მეტროპოლიტენის მგრზავთა მოვალეობანი

მეტროპოლიტენის მგრზავთა მოვალეობაა:

2.1. დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესები.

2.2. გადაიხადოს მგზავრობისა და იმ საგნების გადატანის საფასური, რომლის სიგრძე

        აჭარბებს 150სმ-ს, აგრეთვე იმ ბარგის გადატანის საფასური , რომლის ერთ-ერთი განზომილება აღემატება 60/40/20სმ-ს.

2.3. დაუყოვნებლივ აცნობოს სადგურის მორიგეს მატარებლის სავალ ნაწილზე რაიმე ნივთის ან ბარგის დავარდნის შესახებ.

2.4. დაუყოვნებლივ აცნობოს სადგურის მორიგეს ან თვით  მემანქანეს სასწრაფო კავშირის საშვალებით ”მგზავრი-მემანქანე” კვამლის ან ხანძრის გაჩენის ან ისეთ შემთხვევაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მგზრავტა გადაყვანას ან მატარებლის მოძრაობას.

2.5. ესკალატორით სარგებლობის პროცესში:

2.5.1. იდგეს მარჯვენა მხარეს, სახით მოძრაობის მიმართულებით, ხელი ეჭიროს სახელურზე; მგზავრებს გვერდი აუაროს მხოლოდ მარცხენა მხრიდან, არ შეყოვნდეს  ესკალატორიდან გადასვლისას;

2.5.2. ხელი მოკიდოს ან ხელსი აიყვანოს მცირეწლოვანი ბავშვი, არ მისცეს იმის ნება, რომ ესკალატორის ბალუსტრადის უძრავ ნაწილებს მიეყრდნოს;

2.6.  სადგურის ბაქანზე ყოფნის პროცესში:

2.6.1. მატარებლის მოლოდინში დაიკავოს ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მგზავრთა თანაბარ განაწილებას  ბაქანის მთელ სიგრძეზე.

2.6.2. არ გადავიდეს ბაქნის კიდესთან არსებულ შემზღუდველ ხაზს იქით მატარებლის სრულ გაჩერებამდე;

2.6.3. მატარებლის გაჩერებისას შეუფერხებლად გაატაროს ვაგონიდან გამომსვლელი მგზავრები;

2.7. მატარებელში ყოფნის პერიოდში;

2.7.1. დაუტმოს ადგილი ინვალიდებს, ბავშვიან მგზავრებს და ხანში შესულ მოქალაქეებს;

2.7.2. არ მიეყრდნოს ვაგონის კარებს, არ შეუშალოს ხელი მგზავრებს შესვლა-გამოსვლაში;

2.7.3. დანიშნულების სადგურთან მიახლოებისას წინასწარ მოემზადოს ვაგონიდან გამოსასვლელად.

3.      მგზავრების უფლებები

მეტროპოლიტენის მგზავრს უფლება აქვს:

3.1. უფასოდ გადაიყვანოს სკოლამდელი ასაკის ბავშვი;

3.2.  უფასოდ გადაიტანოს თხილამურები, ციგა, საბავშვო ველოსიპედი, საბავშვო ეტლი, თევზსაჭერი ანკესები, მუსიკალური საკრავები და მცირე საბაღე ინვენტარი;

4.       მგზავრს ეკრძალება

4.1.სადგურში შესვლა ისეთი ნივთებით, ბარგით ან ტანსაცმლით, რომელსაც შეუძლია დასვაროს მგზავრები, დაანაგვიანოს და გააჭუჭყიანოს ვაგონი, სადგურის მოწყობილობა-ნაგებობანი;

4.2. გასასვლელ საკონტროლო პუნქტებში ჩაუშვას სუროგატები.

4.3. საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა ისეთი სამგზავრო ბილეთით, რომელიც არ იძლევა მეტროპოლიტენით მგავრობის უფლებას;

4.4. 100/60/40სმ-ზე მეტი ზომის ბარგი და 220სმ-ზე მეტი სიგრძის საგნებისგადატანა;

4.5. ადვილად მსხვრევადი საგნების, ცეცხლსაშიში, ადვილად აალებადი, ფეთქებადი, მომწამვლელი, შხამიანი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა;

4.6. სადგურის ვეტიბულების, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონების, ესკალატორისა და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუყიანება’

4.7. ესკალატორის საფეხურზე ჯდომა, მოაჯირებზე დაყრდნობა და ბარგის დადება, ესკალატორსა და ბაქანზე სირბილი;

4.8. ვაგონის სავარძლებზე ბავშვების დაყენება და ბარგის დადება;

4.9. მოძრაობის დროს ვაგონის კარების გაღება, გაჩერებებზე კარების გაღება-დახურვის შეფერხება;

4.10. სასწრაფო კავშირის საშვალების ”მგზავრი-მემანქანე” ან ესკალატორის ბალუსტრადის ”სდექ” ღილაკის გამოყენება საჭიროების გარეშე ;

4.11. მაგნიტოფონით, რადიომიმღებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით სარგებლობა;

4.12. მეტროპოლიტენის სადგურებში შესვლა და მატარებლით მგზავრობა არაფხიზელ მდგომარეობაში;

4.13. მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონბში თამბაქოს მოწევა;

4.14. თხილამურებისა და ციგურების შეუფუთავად გადატანა, ცხოველების გადაყვანა;

4.15. ვაგონების, მინების, სანატების,ლამპიონების, სახელურების, სხვა მოწყობილობების და ნაგებობების გაფუჭება და დაზიანება;

4.16. ლიანდაგებზე ჩასვლა და სეირნობა;

4.17. მატარებლის სავალ ნაწილზე ისეთი ნაწილების დაწყობა, რომელთაც შეუზლიათ შეაფერხონ მატარებლის მოძრაობა;

4.18. ყოველგვარი ვაჭრობა, ფოტო და კინო გადაღება, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის წერილობითი ნებართვის გარეშე;

4.19. სადგურების შესასვლელებსა და ვესტიბულებში მოქალაქეთა ჯგუფად შეგროვების ორგანიზაცია, ან იმ ჯგუფთან შეყოვნება, რომლებიც დაბრკოლებას უქმნის მგზავრთა გასვლა-შემოსვლის პროცესს;

4.20. ვაგონსი ყოფნა მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხში შესვლისას.

5.      მგზავრთა პასუხისმგებლობა

5.1. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1071-ე, 1072-ე, 1073-ე მუხლების შესაბამისად მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევებისათვის მგზავრებს დაეკისრებათ ჯარიმები შემდეგი ოდენობით:

4.3. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში - შრომის ანაზღაურების ერთი ორმოცდამეათედი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.5. პუნქტის დარღვევისას ერთი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.6. პუნქტის დარღვევისას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.9. პუნქტის დარღვევისას ნახევარი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.10. პუნქტის დარღვევისას ნახევარი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.13. პუნქტის დარღვევისას ერთი მეათედი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.15. პუნქტის დარღვევისას სამიდან ექვსი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.16,4.17. პუნქტის დარღვევისას ორი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

4.7,4.8,4.11,4.12,4.14,418,4.19,4.20. პუნქტის დარღვევისას ერთი მეათედი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახე ოქმებს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმხორციებელი თანამდებობის პირები.

 
  © 2007 - თბილისის მეტრო