|
2007 წლის 1 ივლისიდან მეტროს მგზავრები კიდევ ერთ სიახლეს იგრძნობენ სადგურებში - სააფთიაქო მომსახურება სადგურიდან გაუსვლელად. კომერციული კონკურსის შედეგად გამოვლენილი ოთხი წამყვანი ფარცავტული კომპანია - PSP, ავერსი, სახალხო აფთიაქი და M ფარმა - უახლოეს პერიოდში მეტროს სადგურებში სრულფასოვან სააფთიაქო მომსახურებას შესთავაზებს მეტროს მგზავრებს. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მეტრო არის არამარტო ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება თბილისში, არამედ მგზავრთა მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული კომპანია.
განსათავსებელი აფთიაქების დიზაინი: ავლაბარი, 300 არაგველი, სამგორი, დელისი. |