|
2006 წლის სექტემბერში დასრულდა მეტროს სადგურებში საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრების განთავსება. პირველად მეტროს არსებობის ისტორიაში, მგზავრებს შესაძლებლობა მიეცათ სადგურიდან გაუსვლელად მიიღონ სრული საბანკო მომსახურება - კომუნალური გადასახადების გადახდა, ანგარიშის გახნა, ფულადი გადარიცხვები, ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მომსახურებებისა, რომელთა მიღებაც საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრებშია შესაძლებელი. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისის მეტრომ განიმტკიცა ლიდერის პოზიცია სატრანსპორტო სფეროში და კიდევ უფრო მიმზიდველი, მოსახერხებელი და კომფორტული გახდა თბილისის მოსახლეობისათვის.
 
|